
ჰოლტერი - ეკგ მონიტორირება
ამბულატორული ეკგ-მონიტორირება, იგივე - ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს კარდიოგრამის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჰოლტერის მონიტორირების საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს გულის მუშაობა 24 სთ-ის (ასევე 48-ის, 3, 4 ან 5 დღის) განმავლობაში ფიზიკური და ემოციური დატვირთვის, მოსვენების, აქტივობის დროს და ა.შ.
ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჰოლტერის მონიტორირებისას, შეიძლება გავაერთიანოთ 3 ძირითად ჯგუფად:
არითმიების და ბლოკადების გამოვლენა;
მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენა;
მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.
განფასება:
24 საათიანი ეკგ მონიტორირება (ჰოლტერი) - 85.00 ₾
48 საათიანი ეკგ მონიტორირება (ჰოლტერი) - 120.00 ₾
3 დღიანი (72 სთ) ეკგ მონიტორირება (ჰოლტერი) - 150.00 ₾
4 დღიანი (96 სთ) ეკგ მონიტორირება (ჰოლტერი) - 180.00 ₾
5 დღიანი (120 სთ) ეკგ მონიტორირება (ჰოლტერი) - 200.00 ₾

